8/28/2011

მარიამობასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 201 მსჯავრდებული შეიწყალა



მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 201 მსჯავრდებული შეიწყალა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა .
მისი ცნობით, აქედან სრული შეწყალება შეეხო 171 მსჯავრდებულს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. შეწყალებულთა შორის 19 მსჯავრდეულბს სასჯელი გაუნახევრდა, შვიდს მოეხსნა პირობითი მსჯავრი, ხოლო 4 პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეწყალებულ პატიმართაგან 9 ქალი და 3 არასრულწლოვანია. მისივე განცხადებით, მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით არსებულ სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან და ისინი ციხეებს დღის ბოლომდე დატოვებენ.

No comments:

Post a Comment