8/09/2011

სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილები გამოსახლების გადავადებას ითხოვენ

სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილები გამოსახლების გადავადებას და ინვესტორთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ მათ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე განაცხადეს.
დევნილები აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ უბრძოლველად სასტუმროს დათმობას. ძალით გამოსახლების შემთხვევაში კი, თავშესაფრის მოთხოვნას ცხინვალში გეგმავენ. მათივე ინფორმაციით, აქვთ ცნობა, რომ სასტუმროს შენობა იყიდება.
როგორც დევნილები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სასტუმროს დასაცლელად10-დღიანი ვადა მისცა.
ამასთან, დღეს 17:00 საათზე, დევნილები გაერო-ს ლტლოვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავენ და ოფისის წარმომადგენელთან შეხვედრას მოითხოვენ.

No comments:

Post a Comment