8/29/2011
"მედიაპალიტრის" ექვს ორგანიზაციაში ფინანსური აუდიტი კიდევ ერთი თვე გაგრძელდება
"მედიაპალიტრის" ექვს ორგანიზაციაში ფინანსური აუდიტი კიდევ ერთი თვე გაგრძელდება. მაკონტროლებლებმა შემოწმების გაგრძელების შესახებ ბრძანებები რამდენიმე დღის წინ წარმოადგინეს და დასძინეს, რომ დამატებითი დრო დოკუმენტაციის ანალიზისთვის სჭირდებათ.
მათივე თქმით, შესაძლოა, "მედიაპალიტრაში" მათი მოსვლა საჭირო აღარც გახდეს და ანალიზით, ძირითადად, შემოსავლების სამსახურში დაკავდებიან.
შემოწმება, ვადების ერთხელ უკვე გახანგრძლივების შემდეგ, 29 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. მაკონტროლებლებმა ერთი თვეა, დაასრულეს დოკუმენტაციის შემოწმება და აღარ დადიოდნენ შპს "ჯეპ"-სა და შპს "პოლიგრაფიულ მასალებში", ხანგრძლივი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არც "მედიაპალიტრის" სხვა ორგანიზაციებში მისულან.
შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის თანამშრომლები "მედიაპალიტრის" ერთდრიულად ექვს სხვადასხვა ორგანიზაციაში 7 ივნისს შევიდნენ. უწყების ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ეს გეგმური შემოწმება იყო, რომელსაც რისკების მართვის კომპიუტერული სისტემა შემთხვევითობის პრინციპით არჩევს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment