8/26/2011

თბილისის მეტროპოლიტენის ნაძალადევი-ახმეტელის მონაკვეთზე მოძრაობა შეწყვეტილი იყო


თბილისის მეტროპოლიტენის ნაძალადევი-ახმეტელის მონაკვეთზე დღეს დილიდან მოძრაობა შეწყვეტილი იყო .
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, თბილისის მეტროპოლიტენის ნაძალადევი-ახმეტელის მონაკვეთზე მოძრაობა დილით, 06 საათიდან 09.45 საათამდე ტექნიკური მიზეზით შეწყდა. კონპანიაში ვერ დააკონკრეტეს, თუ რა სახის იყო ტექნიკური პრობლემა. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ვაგონს პრობლემა შეექმნა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე აღდგენილია და მატარებლები შეუფერხებლად გადაადგილდებიან

No comments:

Post a Comment