8/12/2011

სასტუმრო "აფხაზეთთან" დღეს დევნილების აქცია გაიმართება

სასტუმრო "აფხაზეთთან" დღეს დევნილების აქცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მხარდამჭერმა, ~კონსერვატიული პარტიის~ წარმომადგენელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, დევნილები დღეს, 12:00 საათზე შენობასთან ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ და ამით მათი გამოსახლების გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.
ჩხარტიშვილის განცხადებით, დღესვე სანთლების აქციის გამართვა იგეგმება, რომლის ორგანიზატორებიც დევნილები არიან. თუმცა, ამ აქციის დეტალებზე დევნილები დღეს, 12:00 საათზე განაცხადებენ.
სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრებმა დევნილებმა 5 აგვისტოს გაფრთხილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, შენობა 15 აგვისტომდე უნდა დაცალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ იძულების წესით გამოსახლება ემუქრებათ.
აღნიშნულ შენობაში ცხინვალიდან დევნილი 700-მდე პირი ცხოვრობს.

No comments:

Post a Comment