საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მისივე სახელობის სკვერი დაათვალიერა.
პატრიარქმა სკვერში არსებული ჯვარი მოილოცა და ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრისთან ერთად საგალობელიც შეასრულა.
უწმინდესი ბოტანიკურ ბაღში მუზეუმსაც ესტუმრა, რომელიც 2008 წლის შემდეგ პატრიარქის სახელს ატარებს.
ილია მეორის სახელობის მუზეუმში ქართველი მხატვრების სხვადასხვა ნამუშევრებია დაცული. სამომავლოდ დაგეგმილია ერთგუმბათოვანი საყდრისა და ამფითეატრის მშენებლობა.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ პატრიარქს სიმბოლური საჩუქარი-დეკორატიული ყვავილები გადასცა.
No comments:
Post a Comment