აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია 26 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
ე.წ. პარალემენტის თავმჯდომარის მოადგილის, ვიაჩესლავ ცუგბას განცხადებით, ცერემონია საპრეზიდენტო არჩევნებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ დაინიშნა.
"პრეზიდენტი პარლამენტისა და უმაღლესი სასამართლოს წინაშე დადებს ფიცს", - აღნიშნა ცუგბამ.
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართა. ხმათა 54,9% -ით ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა.
No comments:
Post a Comment