8/28/2011

ცხინვალში ავტომანქანა ააფეთქეს


ცხინვალში წუხელ, გვიან ღამით ავტომანქანა ააფეთქეს, - ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან .
ავტომობილი "ნივა", რომლის მფლობელის ვინაობაც ჯერ არ სახელდება, ჩკალოვისა და ოსტაევას ქუჩის კუთხეში აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ხელნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.
დაღუპულები და დაზარალებულები არ არიან. მომხდარის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

No comments:

Post a Comment