8/13/2011

დევნილთა ნაწილი თბილისში ბინის დაგირავებას აპირებს

სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრებ დევნილთა ნაწილი 10 000 დოლარად თბილისში ბინის დაგირავებას აპირებს.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ დევნილმა ნინო გაბლაიამ განუცხადა, იძულებული იყო დათანხმებულიყო ხელისუფლების შეთავაზებას 10000-დოლარიან კონპენსაციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კომპენსაციის აღება სჯობდა რუსთავში შეთავაზებულ ფართებს, რადგან ეს ფართები საცხოვრებლად უვარგისია. მისი თქმით, რუსთავში გადასვლას არც ერთი დევნილი არ დათანხმდა.
~მიუხედავად იმისა, რომ 10000 დოლარი მინიმალურია, რითაც შეიძლება ადამიანმა რაიმე გააკეთოს, კომპენსაციის აღება უფრო ხელსაყრელად ჩათვალა ხალხმა. რუსთავში კარკასები შემოგვთავაზეს და სანამ აშენდებოდა, 3 თვით ქირით გაყვანას დაგვპირდნენ. სამსახურში რუსთავიდან სიარულში ალბათ, 10 ლარზე მეტი გზაში უნდა დამხარჯვოდა~,-განაცხადა ნინო გაბლაიამ.
დღეს სასტუმრო ~აფხაზეთის~ შენობა დევნილთა დიდმა ნაწილმა ნებაყოფლობით დატოვა. ისინი 10 000 დოლარიან კონპენსაციას დათანხმდნენ. ნაწილი შეთავაზებას არ დათანხმდა და შენობაში რჩება.

No comments:

Post a Comment