8/12/2011

გაიმართა საეკლესიო საკითხების კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრა

საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრა დღეს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ვებგვერდი იუწყება. .
როგორც შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, შეხვედრაზე კომისიის წევრები დაამტკიცეს.
"პირველ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა ოთხი კომისია. დღევანდელ შეხვედრაზე დავამტკიცეთ კომისიის წევრები. შევთანხმდით, რომ ერთად შევიმუშავებთ დებულებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომისიების მუშაობა ძალიან შედეგიანი იქნება", - აღნიშნა ნიკა გილაურმა.
მისივე თქმით, დებულებას მთავრობა სექტემბრის დასაწყისში დაამტკიცებს, ხოლო 15 სექტემბერს ოთხივე კომისიის შეხვედრები ჩატარდება.
საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის პირველი შეხვედრა 19 ივლისს გაიმართა. კომისიას კოორდინირებას ნიკა გილაური გაუწევს.
კომისია სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს: ქართული ეკლესიის სტატუსი საერთაშორისო არენაზე და საზღვარგარეთ; ქონების განმსაზღვრელი კომისია; შენობა-ნაგებობების, კულტურული ძეგლების განმსაზღვრელი კომისია და მონიტორინგის კომისია.

No comments:

Post a Comment