მოსკოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთში საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო მინისტრიეს, ანატოლი ბიბილოვის გაპრეზიდენტება სურს .
სააგენტო "რეგნუმის" ინფორმაციით, ბიბილოვის მხარდასაჭერად ცხინვალში ჩასვლას გეგმავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი. ნარიშკინი ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის დღისთვის – 20 სექტემბრისთვის ჩავა. ამ დროისთვის ცხინვალში ეკონომიკური ფორუმი იგეგმება.
ნარიშკინთან ერთად, ცხინვალს ეწვევა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი სერგეი შოიგუც, რომელიც, როგორც "რეგნუმი" წერს, სამხრეთ ოსეთში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს.
"შოიგუმ და მისმა თანამგზავრებმა გადაწყვიტეს, რომ სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტობის კანდიდატად ანატოლი ბიბილოვი დანიშნონ. ნათელია, რომ ამ წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება", - აცხადებს "რეგმუნთან" ინფორმირებული წყარო დე ფაქტო მთავრობიდან.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედ პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის უფლებამოსილება მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურება.
No comments:
Post a Comment