8/12/2011

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეზე თავდამსხმელის ვინაობა ჯერ უცნობია

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეზე თავდამსხმელის ვინაობა ამ დრომდე უცნობია .
როგორც პოლონეთში საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა გიორგი ჩართოლანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პოლიციის ვარაუდით, თავდამსხმელი ქართველია, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს.
"თავად დაზარალებული კი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს", _ აცხადებს ჩართოლანი. მისივე თქმით, დაზარალებული შუახნის მამაკაცია. საელჩოს წარმომადგენელი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ვინაობის დასახელებისაგან თავს იკავებს.
დაშავებულს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, თუმცა ჩართოლანის თქმით, ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა და დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვარშავას ცენტრში ქართველ მამაკაცს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა. მას საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

No comments:

Post a Comment