8/26/2011

რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი ტელეინტერვიუ "ვესტის" მისცა




რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვალობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი ტელეინტერვიუ რუსულ არხს "ვესტის" მისცა. სტურუა გათავისუფლების მიზეზებზე კიდევ ერთხელ საუბრობს .
"რა თქმა უნდა, ბედნიერი არ ვარ ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ თითქოს სიმძიმე ჩამომეხსნა მხრებიდან. აი, როცა აქედან წიგნებს და იმ ნივთებს წავიღებ, რომელიც თეატრს უკავშირდება, ალბათ მაშინ უფრო მტკივნეული იქნება ეს გადაწყვეტილება ვიდრე ახლაა. მინდოდა თეატრში დარჩენა, მაგრამ რაღაც იყო შესაცვლელი მთლიანად სტრუქტურაში. ახლა გამოიგონეს ასეთი თანამდებობა _ მმართველი, რომელიც ამავდროულად ცენზორიც უნდა ყოფილიყო და მათი იდეების მატარებელიც. ეს საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ყოფილა. შეუძლიათ შეგზღუდონ ბიუჯეტშიც, ამიტომ თეატრს სრული თავისუფლება არ აქვს",-ამბობს რეჟისორი.
კითხვაზე, ეშინია თუ არა რეპრესიების, რობერტ სტურუა პასუხობს- რეპრესიების მეშინია თუ არა? _ მგონი ახლა სხვა დროა, მაგრამ შეიძლება საღამოს სახლში წავიდე და თავში აგური დამეცეს, ჩემი 5 წლის შვილიშვილს უცებ ნარკოტიკი ან იარაღი უპოვონ, დახვრეტით ალბათ არ დამხვრეტენ. "
ჟურნალსიტის კითხვაზე, დაურეკა თუ არა მეგობარმა გია ყანჩელმა სტურუა პასუხობს:
"ეს ყველაზე უსიამოვნო ისტორიაა. ჩემი ორი მეგობარი გია ყანჩელი და გოგი მესხიშვილი სხვა ბანაკში არიან, საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ვგულისხმობ, ჩვენ არასდროს წავკამათებულვართ. ორივე მხარე ვერიდებით ამ სკანდალს, რადგან ის შეიძლება ბოლო იყოს. რაც უნდა უცნაური იყოს, გოგისთან "ფეისბუქით" მაქვს ურთიერთობა. მან მსახიობების საპროტესტო პეტიციასაც მოაწერა ხელი, თუმცა ყანჩელს ნამდვილად არ დაურეკავს. მიზეზი არ ვიცი, ხდება ასე, მოყვარული ცოლ-ქმარიც კი შორდება ერთმანეთს",-ამბობს რობერტ სტურუა.

No comments:

Post a Comment