8/09/2011
მიხეილ სააკაშვილი - არ არის შორს ის დრო, როცა კავკასია იქნება ერთიანი
არ არის შორს ის დრო, როცა კავკასია იქნება ერთიანი. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში ბელორუს, პოლონელ, სომეხ და აზერბაიჯანელ მოზარდებთან შეხვედრისას გააკეთა.
პრეზიდენტის განცხადებით, მოვა დრო, როცა კავკასიელი ხალხები ისევე გადაწყვეტენ პრობლემებს, როგორც ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების მოსახლეობა.
"ძალიან დიდი პრობლემები აქვთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როცა კავკასია იქნება ერთიანი. მას ყოველნაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ იყოს ძლიერი, ერთიანი, ბუნებრივია, საზღვრების, ტრაციდიულობისა და განუმეორებლობის გათვალისწინებით. კავკასიის ხალხები პრობლემებს ისევე გადაწყვეტენ, როგორც ევროკავშირის, ბენელუქსისა და სკანდინავიის სახელმწიფოების მოსახლეობა", _ განაცხადა სააკაშვილმა.
ბელორუს მოზარდების მისამართით კი პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელორუსები სუპერევროპული ხალხია.
"ეს არის უნიჭიერესი, სუპერევროპული ხალხი, რომლის ადგილი ევროპის ელიტაშია. მას კეთილგანწყობილი, მშვიდობიანი ურთიერთობა აქვს მეზობლებთან და ჩვენ ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ. საქართველო და ქართველი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს", _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment