8/13/2011

სკოლის მანდატურებმა სისხლი ჩააბარეს

სკოლის მანდატურებმა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებს 100 მანდატური დაეხმარა.
მანდატურების მიერ ჩაბარებული სისხლი ამავე საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებას მოხმარდება. ჩაბარებული სისხლით სარგებლობა იაშვილის სახელობის კლინიკის პაციენტების გარდა, ონკოლოგიურად დაავადებულ ნებისმიერ ბავშვს შეეძლება.
მანდატურები მსგავს აქციებში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებენ.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, გორისა და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ.

No comments:

Post a Comment