8/13/2011
ბათუმის საკათედრო ტაძარში ნათლობა მიმდინარეობს
ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ნათლობა მიმდინარეობს. დღეს, დაახლოებით, 30 ადამიანი ინათლება. მათი უმეტესობა აჭარაში მცხოვრები აფხაზია და ისინი საქართველოს პატრიარქის ნათლულები იქნებიან. დღესვე რამდენიმე წყვილი ჯვარს დაიწერს.
საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ელოდებიან.
პატრიარქი ნათლულებს, ახალდაქორწინებულებსა და აჭარაში მცხოვრებ რამდენიმე გვარს დალოცავს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღესვე დაესწრება "კოლხობის" დღესასწაულს, რომელიც სარფში გაიმართება.
ორშაბათს კი, 12.00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის რეზიდენციაში გაიმართება ილია მეორის შეხვედრა აფხაზთა და ქართველთა საზოგადოების წარმომადგენლებთან.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment