დღეიდან მარიამობის მარხვა დაიწყო, რომელიც 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება .
ეკლესიის ისტრიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია ასევე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული. წმინდა მამათა ნაშრომები, სადაც ღვთისმშობლის მიძინებაზეა საუბარი, მეოთხე საუკუნის ბოლოს არ სცილდება. მარიამობის მარხვა მართლმადიდებელ ეკლესიაში 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე "ძველ განწესებათა თანახმად" დაკანონდა.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება, უშუალოდ, ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
No comments:
Post a Comment