8/13/2011
პოლონეთში დაჭრილი ქართველის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია
პოლონეთში გუშინ დაჭრილი ქართველის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლონეთში საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა, გიორგი ჩართოლანმა განუცხადა.
"მას ორი ტყვია მოხვდა, მაგრამ არც ერთ ტყვიას სასიცოცხლო ორგანოები არ დაუზიანებია. მისი ვინაობა კვლავ არ სახელდება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, არც თავად დაზარალებულს სურს, რომ მის შესახებ ინფორმაცია მედიით გავრცელდეს", - აღნიშნა ჩართოლანმა.
მისივე ინფორმაციით, გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს დანაშაულში ეჭვმიტანილი.
"დაზარალებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს", - განაცხადა ჩართოლანმა.
საელჩოს პირველი მდივნის ინფორმაციით, დაზარალებული პოლონეთში უკვე 10-15 წელია, ცხოვრობს და პოლონელი მეუღლე ჰყავს.
ვარშავის ცენტრში ქართველ მამაკაცს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა. მას საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. გავრცელდა ვარაუდი, რომ მას ქართველმა ესროლა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment