8/15/2011

სასტუმრო "აფხაზეთიდან" დევნილების გამოსახლებისას ინციდენტი მოხდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სასტუმრო "აფხაზეთის" ყოფილი შენობიდან დევნილების გამოსახლების პროცესი ინიცინდენტების გარეშე არ დასრულებულა.

ერთ-ერთი დევნილის მტკიცებით, პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სასტუმრო "აფხაზეთის" შენობიდან გამოსულმა აზა მიქავამ განაცხადა, რომ პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მისი მტკიცებით, ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ, ის პოლიციელებმა შენობიდან გამოაძევეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დევნილებმა განუცხადეს, ნივთები ნათესავებთან გადააქვთ, რის შემდეგაც აპირებენ ბინის დაგირავებას ან დაქირავებას იმ 10000 დოლარით, რომელიც ხელისუფლებამ მათ კომპენსაციის სახით შესთავაზა. მათი განცხადებით, ფული ჯერ არ აუღიათ ხელისუფლების წარმომადგენლები ეუბნებიან , რომ 5 დღეში მოხდება აღნიშნული კომპენსაციის გაცემა.

ტერიტორია უკვე დატოვეს პოლიციის თანამშრომლებმაც, რომლებსაც კომპაქტური ჩასახლების პერიმეტრი ჯებირებით ჰქონდათ შემოღობილი.

განსახლების სამინისტრომ დევნილებს ალტერნატიულ ფართი რუსთავში, ან 10000-დოლარიან კომპენსაცია შესთავაზა. დევნილთა დიდი ნაწილი კომპენსაციას დათანხმდა.
თუმცა დევნილთა გარკვეულმა ნაწილმა კომპენსაციის აღებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ხელოვნურად გაერთიანებული ოჯახებისთვის, რომელთა წევრთა რაოდენობა ხშირად 10-12 ადამიანს შეადგენს, კომპენსაცია საკმარისი არ არის.

სასტუმრო "აფხაზეთის" ყოფილ შენობაში 1990 –იანი წლებიდან ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 300 მდე ოჯახი ცხოვრობდა.

No comments:

Post a Comment