8/11/2011

www.wwitv.com-ზე აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღარ მოიხსენიება


ჰოლანდიური საიტ www.wwitv.com-ზე აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღარ მოიხსენიება . აფხაზური ტელევიზია "აპსუა ტვ" საქართველოს არხების ჩამონათვალშია გადატანილი.
ჯერ კიდევ გუშინ საიტზე, ტელეარხების ჩამონათვალში, 100-მდე ქვეყანას შორის აფხაზეთი ერთ-ერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იყო აღნიშნული. აფხაზეთი და მისი ტელეარხი მსოფლიოს ქვეყნების ტელევიზიების ჩამონათვალში პირველი იყო.
ჰოლანდიურ საიტზე აფხაზეთის დამოუკიდებელ სუბიექტად მოხსენიების შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" გუშინ, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქისგან მიღებული შეტყობინების შემდეგ გაავრცელა.
ამასთან, "ინტერპრესნიუსს" დღეს წერილი გამოუგზავნა საქართველოს მოქალაქე აპოლონ ფაჩულიამ. მისი ინფორმაციით, იგი დაუკავშრიდა საიტის მფლობელს, ფრენკ ჰუისმენს, რომელიც დაპირდა, რომ აფხაზეთის ტელევიზია საქართველოს არხების ჩამონათვალში მოხვდებოდა.
www.wwitv.com-ის საშუალებით 100-მდე ქვეყნის ტელეარხის გადაცემებისა და პირდაპირი ეთერის ნახვაა შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment