8/09/2011
გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეიდან სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს
გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეიდან სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს .
სააპელაციო განაცხადები მიიღება თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (კოსტავას 77), ხოლო რეგიონებში ყველა რაიონულ რესურს-ცენტრში.
განაცხადები ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-დან - 18:00 საათამდე მიიღება.
აბიტურიენტებს, მაგისტრობის კანდიდატებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურში მონაწილე პირებს შეუძლიათ ერთი ან რამდენიმე ტესტური დავალების შეფასება გაასაჩივრონ.
ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარს შეადგენს. აპელაციის საფასურის გადახდა შესაძლებელია "საქართველოს ბანკის" ნებისიერ ფილიალში.
სააპელაციო განაცხადების მიღება 15 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment