8/08/2011

დიმიტრი მედვედევის ინიციატივას რუსეთის დუმა სექტემბერში განიხილავს


ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ შეთანხმებას, რუსეთის დუმა სექტემბერში განიხილავს . ამის შესახებ "როსბალტთან" ინტერვიუში დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი ოსტროვსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი ბაზების შექმნა სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე ჩვეულებრივი პრაქტიკაა. დეპუტატმა მაგალითად სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა მოიყვანა და აღნიშნა, რომ რუსეთი სამხედრო ბაზას აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც იყენებს.
"ერთობლივი სამხედრო მონაწილეობა ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოში დაკავშირებულია აგრეთვე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მსგავსი ინტერპრეტაციის შესაძლო გამეორებასთან. 2013 წლამდე თბილისში სააკაშვილის რეჟიმი იმოქმედებს", – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.
რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის დუმას რატიფიცირებისთვის შეთანხმება წარუდგინა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების მოქმედებას ეხება.

No comments:

Post a Comment