8/29/2011

"წმინდა გიორგის სადროშო" წმინდა გიორგის მონუმენტის დემონტაჟს ითხოვს


"წმინდა გიორგის სადროშო" თავისუფლების მოედანზე მდებარე წმინდა გიორგის მონუმენტის დემონტაჟს ითხოვს .
როგორც "წმინდა გიორგის სადროშოს" ხელმძღვანელი და სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი, მამა ელიზბარ დიაკონიძე აცხადებს, ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი წმინდა გიორგის ძეგლი არამართლმადიდებლურ სტილშია გაკეთებული და მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს.
"ეს ძეგლი არამართლმადიდებლური სტილის არის. ნებისმიერი კუთხიდან რომ უყურებ, მხოლოდ გველეშაპი ჩანს",-ამბობს მამა ელიზბარი.
მისივე ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლის ნაცვლად, 2008 წელს სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული 17 მებრძოლის მონუმენტი უნდა აღიმართოს. მამა ელიზბარის თქმით, წმინდა გიორგის მონუმენტის დემონტაჟისთვის 30 ათასი ხელმოწერა უკვე შეგროვებულია.
"წმინდა გიორგის სადროშო" დღეს, მთაწმინდის პანეთეონში შეიკრიბება, შემდეგ მსვლელობას თავისუფლების მოედნისკენ მოაწყობს და წმინდა გიორგის ძეგლის დემონტაჟს კიდევ ერთხელ მოითხოს.
"წმინდა გიორგის სადროშომ" მსვლელობის ნებართვისთვის განაცხადი თბილისის მერიაში უკვე შეიტანა.

No comments:

Post a Comment