8/11/2011

დიდ ბრიტანეთში საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულან

დიდ ბრიტანეთში განვითარებული მოვლენების შედეგად საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაზარალებულა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლონდონში, საქართველოს საკონსულოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, არეულობის შედეგად საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაზარალებულა და არც საელჩოსთვის მიუმართავთ.
ბრიტანეთში უწესრიგობების მიზეზი გახდა მოქალაქე მარკ დაგანის გარდაცვალება, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირების დროს დაიღუპა. პოლიცია მის დაკავებას ცდილობდა.
სულ ლონდონში დაკავებულია 1 000-ზე მეტი ადამიანი, მათი უმეტესობა 21 წლის ასაკამდე ახალგაზრდები არიან.
არეულობების დროს, ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ლონდონში პოლიცია გაძლიერებულად პატრულირებს. პრემიერმა ქემერონმა ჯარის გამოყენებაც არ გამორიცხა.

No comments:

Post a Comment