8/13/2011

დევნილთა დიდი ნაწილი სასტუმრო "აფხაზეთს" ნებაყოფლობით ტოვებს


დევნილთა დიდი ნაწილი სასტუმრო "აფხაზეთის" შენობას ნებაყოფლობით ტოვებს. მათ ნივთების გადატანასა და შენობის დაცლაში ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმარებიან.
ისინი დათანხმდნენ ხელისუფლების შეთავაზებას 10 ათას დოლარიან კომპენსაციასთან დაკავშირებით.
დევნილების თქმით, მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, ვინაიდან 15 აგვისტოს პოლიციის ძალით გამოსახლება ემუქრებოდათ და, აქედან გამომდინარე, მიიღეს 10 ათას დოლარიანი კომპენსაციის შეთავაზება.
მათივე ინფორმაციით, მიუღებელი იყო, აგრეთვე, რუსთავში მშენებარე ბინების შეთავაზება, მშენებლობის დასრულებამდე კი, ქირით გადასვლა.
ამასთან, სასტუმროში კვლავ რჩებიან დევნილები, რომლებიც ხელისუფლების არც ერთ შეთავაზებას არ დათანხმდნენ. ისინი აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას სასტუმრო "აფხაზეთის" შენობის დატოვებასთან და იმ პირობებთან დაკავიშირებით, რაც ხელისუფლებამ შესთავაზა
"კომპენსაცია უნდა იყოს გაცილებით მეტი, რომ იმაზე უკეთესი პირობები შეგვექმნა, ვიდრე სასტუმრო "აფხაზეთის" შენობაში გვქონდა, ეს კანონით გვაქვს გარანტირებული",-აღნიშნეს მათ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
დევნილთა ნაწილი საკუთარი უფლებების დასაცავად ბოლომდე ბრძოლას აპირებს. ისინი არ ტოვებენ ნებაყოფლობით სასტუმროს და ამ წუთებშიც საპროტესტო აქციას მართავენ.
სასტუმრო "აფხაზეთის" შენობასთან საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებას დევნილების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.
სასტუმრო "აფხაზეთში" 90-იანი წლებსი კონფლიქტის დროს ცხინვალიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ. სასტუმროს შენობა უკვე გაიყიდა.
დევნილებს შენობისთვის დატოვებისთვის ხელისუფლებამ ვადა 15 აგვისტომდე მისცა.

No comments:

Post a Comment