8/31/2011
საქართველოს პატრიარქი ლენტეხის ეპარქიას ესტუმრება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს, ორი დღით, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას ესტუმრება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა განუცხადა.
მეუფის თქმით, კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ცაგერში 12.00 საათვისთვის ჩაბრძანდება. პატრიარქი წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტრს ესტუმრება და წმინდანის საფლავს მოილოცავს; ასევე, საკათედრო ტაძარში მრევლს დალოცავს, ადგილობრივი თვითშემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით კონცერტსაც დაესწრება.
მთავარეპისკოპოსის განცხადებით, პირველ სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლენტეხში ჩაბრძანდება და იქ წირვას ჩაატარებს. ასევე, ლენტეხში ტაძრის ასაშენებლად ადგილს აკურთხებს, სადაც ჯვარს აღმართავენ. ამასთან, ლასურიაში მამათა მონასტერსაც ესტუმრება და მოილოცავს. უწმინდესის პატივსაცემად ლენტეხში კონცერტიც იგეგმება.
"უწმინდესის სტუმრობა ეპარქიაში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღისთვის იგეგმებოდა, თუმცა მარიამობის დღესასწაულის გამო დროებით გადაიდო. მოგეხსენებათ, წმინდანის წმინდა ნაწილები მისსავე სახელობის მონასტერში ახლახან აღმოაჩინეს და დადასტურებულია, რომ მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნის", _ აღნიშნა მეუფე სტეფანემ.
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი კონსტანტინეპოლში 580 წელს დაიბადა. მსახურობდა იმპერატორ ჰერაკლეს პირველ მდივნად, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება მალე მიატოვა და ბერად აღიკვეცა.
მაქსიმე აღმსარებელი მონოთეისტობის (ერთღმერთიანობა) წინააღმდეგ იბრძოდა, რის გამოც მას და ორ მოწაფეს ენა ამოაჭრეს და მარჯვენა ხელი მოკვეთეს. ისინი დასავლეთ საქართველოში გადმოასახლეს. წყაროების თანახმად, აქ სასწაული მოხდა და მათ წერის და მეტყველების უნარი დაუბრუნდათ. წმ. მაქსიმე აღმსარებელი საქართველოში 662 წელს აღესრულა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment