8/09/2011
დევნილთა აქცია დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გაიმართება
სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილების საპროტესტო აქცია დღეს, 16:00 საათზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გაიმართება . ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ოფისთან მიმდინარე აქციაზე დევნილებმა განაცხადეს.
როგორც მათ აღნიშნეს, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობისგან ითხოვენ ხელისუფლებასთან შუამავლობას და დახმარებას. მათი განცხადებით, ხელისუფლების შეთავაზება, 10 000-იანი კომპენსაცია ან რუსთავში დროებითი საცხოვრებლებით დაკმაყოფილება მათთვის მიუღებელია. სასტუმრო "აფხაზეთიდან" დევნილების განცხადებით, ისინი ითხოვენ კომპენსაცია იყოს რეალური, რა თანხაშიც თბილისის მასშტაბით საცხოვრებელ ბინებს შეიძენენ და არ გაუუარესდებათ მდგომარეობა.
ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ოფისში დევნილთა ნაწილის შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ ხელისუფლებასთან შუამავლობის პროცესში დახმარება ითხოვეს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment