8/27/2011

შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ხვალ დატოვებენ

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ხვალ დატოვებენ.
პატიმართა ზუსტი რაოდენობაც ხვალ გახდება ცნობილი - ამ თემაზე ბრიფინგი სასჯელაღსრულების სამინისტროში 12.00 საათისთვის არის დაგეგმილი.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების კომისიამ 220 მსჯავრდებულის საქმე 22 აგვისტოს განიხილა. შეწყალების რეკომენდაცია მიიღო თითქმის ნახევარმა, რომელთა სიაც ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. მათი ნაწილი ციხეებს დატოვებს, ნაწილს კი, სასჯელი გაუნახევრდება.
წინასწარი ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის 10 ქალი და სამი არასრულწლოვანია.

No comments:

Post a Comment