8/14/2011

სასტუმრო "აფხაზეთიდან" დღეს დილით დევნილთა გამოსახლება დაიწყება


სასტუმრო "აფხაზეთიდან", დღეს დილით ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა გამოსახლება დაიწყება. დევნილებს შენობის დაცლის ვადა 15 აგვისტოს ეწურებათ .
ამასთან დაკავშირებით დილიდან სასტუმროს შენობასთან ოპოზიციისა და არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეკრებას გეგმავენ.
სასტუმრო "აფხაზეთში" 14 აგვისტოს დევნილთა "გლოვის აქცია" გაიმართა. აქციის მონაწილეები შენობის შესასვლელთან სანთლებით ხელში დადგნენ და ხელისუფლების მხრიდან დევნილებისადმი დამოკიდებულება გააპროტესტეს.
აქციას ეკა ბესელია, ლაშა ჩხარტიშვილი და ალეკო შალამბერიძე შეურთდნენ, რომლებმაც დევნილთა გამოსახლების პროცესი ვანდალიზმად შეაფასეს.
"აფხაზეთში" მცხოვრებმა დევნილებმა მათი გამოსახლების პროცესი მანამდე გაერო-ს ოფისთანაც გააპროტესტეს და გაერო-ს წარმომადგენლობას ხელისუფლებასთან შუამდგომლობა სთხოვეს.
ამ დროისთვის შენობაში 40-მდე ოჯახი რჩება. ისინი აცხადებენ, რომ წასასვლელი არსად არ აქვთ და იძულებით გასახლების შემთხვევაში ქუჩაში დარჩენა მოუწევთ. დარჩენილი დენილები პრობლემის სამართლებრივად მოგვარებას აპირებენ და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.
სასატუმრო "აფხაზეთში" ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 300-მდე ოჯახი ცხოვრობდა. მათი დიდი ნაწილი ხელისუფლების შეთავაზებას უკვე დათანხმდა.

No comments:

Post a Comment