8/10/2011
სოფო შევარდნაძე - მედვედევს აშკარად ეტყობოდა დიდი ანტიპათია მიხეილ სააკაშვილის მიმართ
"რაშა თუდეის" ჟურნალისტის, სოფო შევარდნაძის აზრით, "პიკისთვის", "რაშა თუდეისთვის" და "ეხო მასკვისთვის" დიმიტრი მედვედევის მიერ მიცემული ინტერვიუ პასუხი იყო იმ ინტერვიუზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა "ეხო მასკვის" მისცა .
როგორც "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სოფო შევარდნაძე აცხადებს, მედვედევის პრესსამსახური რისკზე წავიდა, რადგან არ იცოდა, რა კითხვები იქნებოდა დასმული რუსეთის პრეზიდენტის მისამართით.
"მიმაჩნია, რომ ეს მედვედევის საპასუხო საქციელი იყო იმ ინტერვიუზე, რომელიც სააკაშვილმა მანამდე "ეხო მასკვის" მისცა. ასე იმიტომ მგონია, რომ მოითხოვეს, მედვედევის ეს ინტერვიუ ქართულ ტელეარხებსაც ეჩვენებინათ. სააკაშვილის ინტერვიუ ხომ რუსულ არხ "ეხო მასკვიზე გაუშვეს?", _ აცხადებს სოფო შევარდნაძე.
მისივე თქმით, არც ერთ ჟურნალისტს არ ჰქონდა ილუზია, რომ მედვედევი საქართველოზე და რუსეთ-საქართველოს ომზე სხვა რამეს იტყოდა. ჟურნალისტის აზრით, მედვედევმა თქვა ის, რასაც ფიქრობდა.
სოფო შევარდნაძის აზრით, მედვედევს აშკარად ეტყობოდა დიდი ანტიპათია მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერის შემთხვევაში, რა კითხვას დაუსვამდა საქართველოს პირველ პირს, სოფო შევარდნაძემ უპასუხა, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეეკითხებოდა, თუ როგორ განავრცობდა ორი ქვეყნის ურთიერთობას, რომელიც მედვედევთან ინტერვიუსას გაცოცხლდა.
"სააკაშვილს ვკითხავდი, მკვდარ წერტილზე მყოფ ორი ქვეყნის ურთიერთობას, რომელიც მედვედევთან ინტერვიუს დროს გავაცოცხლეთ, როგორ განავრცობს", აცხადებს სოფო შევარდნაძე.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment