ბათუმი-მინსკის რეისის სოჭში ავარიული დაშვების ფაქტი კომპანია "ბელავიას" წარმომადგენლობაში დაადასტურეს .
როგორც კომპანიის წარმომადგენლება განაცხადეს, დღეს, დილის 05:00 საათზე, სალონის ჰერმეტულობა დაირღვა და ბორტის კაპიტანმა სოჭის აეროპორტში დაშვება გადაწყვიტა. ამასთან, იქვე განმარტეს, რომ სოჭში უკვე გაიგზავნა თვითმფრინავი და მგზავრების გადასხდომა მიმდინარეობს. მგზავრები მინსკში უახლოეს საათებში ჩაფრინდებიან.
ინფორმაცია თვითმფრინავის ავარიული დაშვების შესახებ დღეს დილით არ დაადასტურეს ბათუმის აეროპორტში.
ბათუმიდან მინსკის მიმართულებით 95 მგზავრი გაფრინდა. ბათუმის აეროპორტი ლაინერმა დღეს 04:25 საათზე დატოვა.
No comments:
Post a Comment