8/12/2011

პატრიარქი დღეს აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს მონათლავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს, ბათუმში მცხოვრებ აფხაზებს მონათლავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ნათლობა დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ნათლობის შემდეგ უწმინდესი სარფში კოლხობის დღესასწაულზე მიბრძანდება.
კოლხობის დღესასწაულზე სპეციალურად წლევანდელი ღონისძიებისთვის ანსამბლი "ათძალი" ლაზი მეთევზის სიმღერას შეასრულებს. სპეციალური პროგრამა აქვთ მომზადებული ქედის და მაჭახლის ფოლკლორულ ანსამბლებსაც.
კოლხობაზე შედგება ბაიარ შაჰინის ახალი სიმღერების პრემიერაც. კოლხობის დღესასწაულზე ბაიარ შაჰინი სამ ახალ ნამუშევარს წარადგენს.
პროგრამის მიხედვით, სარფში, ზღვის სანაპიროზე, ხალხური რეწვის ნიმუშებიც გამოიფინება, მოეწყობა სპორტული შეჯიბრებებიც.


No comments:

Post a Comment