შენობის ნებაყოფლობით დაცლის პარალელურად იმ დევნილების აქცია გაიმართა, რომლებიც შეთავაზებულ პირობებს არ ეთანხმებიან და გამოსახლებას აპროტესტებენ.
დევნილების ნაწილმა ხელისუფლების შეთავაზება, 10 ათას დოლარიან კომპენსაციასთან დაკავშირებით, უპრობლემოდ მიიღო და შეობის დაცლა დაიწყო.
ამასთან, სასტუმროში კვლავ რჩებიან დევნილები, რომლებიც ხელისუფლების არც ერთ შეთავაზებას არ დათანხმდნენ. ისინი აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას სასტუმრო "აფხაზეთის" შენობის დატოვებასთან და იმ პირობებთან დაკავიშირებით, რაც ხელისუფლებამ შესთავაზა
"კომპენსაცია უნდა იყოს გაცილებით მეტი, რომ იმაზე უკეთესი პირობები შევიქმნათ, ვიდრე სასტუმრო "აფხაზეთის" შენობაში გვქონდა, ეს კანონით გვაქვს გარანტირებული", - აღნიშნეს დევნილებმა.
სასტუმრო "აფხაზეთში" 90-იანი წლების კონფლიქტის დროს ცხინვალიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ. სასტუმროს შენობა უკვე გაიყიდა.
დევნილებს შენობის დატოვებისთვის ხელისუფლებამ ვადა 15 აგვისტომდე მისცა.
No comments:
Post a Comment