8/28/2011

გლდანის ციხესთან პატიმრის ახლობლები შეწყალებული მსჯავრდებულების გათავისუფლებას ჯერჯერობით უშედეგოდ ელოდებიან






გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის ახლობლები პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულების გათავისუფლებას დილის 08:00 საათიდან ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან .
როგორც "ინტერპრენიუსს" ციხესთან შეკრებილებმა განუცხადეს, გლდანის ციხე ამ დრომდე არც ერთ პატიმარს არ დაუტოვებია. მათთვის ასევე გაურკვეველია, შეეხო თუ არა ამნისტია კონკრეტულად იმ პატიმარს, რომელსაც ელოდებიან.
პატიმრების ახლობლები ასევე ვერ უკავშირდებიან ციხის ადმინისტრაციას, რადგან დაცვა მათ შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. "ინტერპრესნიუსს" კი, დაცვის თანამშრომელმა განუცახდა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის.
როგორც ცნობილია, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 201 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან სრული შეწყალება შეეხო 171 მსჯავრდებულს, 19 მსჯავრდებულს სასჯელი გაუნახევრდა, შვიდს მოეხსნა პირობითი მსჯავრი, ხოლო 4 ადამიანს სასჯელის ვადა შეუმცირდა.
ამასთან დაკავშირებით დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ბრიფინგი გამართა, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია სასჯელაღსრულების რომელი დაწესებულებებიდან გათავისუფლდებიან პატიმრები.
მისივე თქმით, შეწყალება შეეხო საქართველოს მასშტაბით მდებარე სხვადასხვა სასჯელაღრსულების დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პატიმართა გათავისუფლების პროცესი დილიდან დაიწყო და დღის ბოლომდე დასრულდება.

No comments:

Post a Comment