8/08/2011
გორში აგვისტოს ომს იხსენებენ
2008 წლის აგვისტოს ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, გორში ღონისძიებები მიმდინარეობს .
სამთავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოსმა საათზე დაიწყო წირვა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში. მეუფე ანდრიასთან ერთად წირვას ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის ეპისკოპოსი, მიტროპილიტი ისაიაც ესწრებოდა. მრევლმა და შეკრებილმა საზოგადოებამ მიტროპოლიტებთან ერთად, ასევე შიდა ქართლის გუბერნატორმა, წირვის შემდეგ გადაინაცვლეს დაღუპულთა მემორიალთან, რომელიც ყვავილებით შეამკეს.
წირვას და პანაშვიდს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელიც ესწრებოდნენ.
პარალელურად, გორის მე-3 საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები. ამ აქციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს. ნებისმიერ მსურველს დღის ბოლომდე შესაძლებლობა ექნება კვალიფიციურ ექიმებთან გაიაროს კონსულტაცია და ჩაიტაროს გამოკვლევები.
15:00 საათისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ შინდისში, იმ ადგილას გადაიაცვლეს, სადაც ქართველი მეომრები დაიღუპნენ. მოხდ ჯვრისა და მემორიალის კურთხევა. აქვე გაიმართა ლიტერატურული წარმოდგენაც.
ღონისძიებები დაგეგმილია დღის ბოლოსთვისაც. გორის ადგმინისტრაციულ შენობაზე უკვე დასრულდა ეკრანის მონტაჟი, სადაც საღამოს უჩვენებენ ფილმს "აგვისტოს 5 დღე".
ღამით გაიმართება სანთლების აქციაც. საქართველოს რუკის ფონზე 2000 თეთრ და წითელ სანთელს აანთებენ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment