8/08/2011
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო საქართველოს პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, სადაც აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი სამხედროები არიან დაკრძალული, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გვირგვინით შეამკო .
მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე; ასევე - თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
თავდაცვის სამინისტროს სასულო ორკესტრის მიერ შესრულდა სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ აგვისტოს ომში დაღუპულთა მშობლები და ოჯახის წევრები; არასამთავრობო ორგანიზაციები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment