8/07/2011
მედვედევი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ბაზების მოქმედების წესის დამტკიცებას ითხოვს
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სახელმწიფო სათათბიროში რატიფიკაციისთვის შეთანხმება შეიტანა , რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების მოქმედებას ეხება .
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, "აღნიშნული შეთანხმებით მხარეების მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული რუსული გაერთიანებული სამხედრო ბაზის იურიდიული საკითხები რეგულირდება - განსაზღრულია სამხედრო შენაერთების რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვისთვის ურთიერთქმედების წესები, სამხედრო ბაზის ობიექტებისა და სხვა უძრავი საკუთრების, მიწის ნაკვეთების გამოყენების წესი, სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის, სამხედრო მოსამსახურეთაოჯახის წევრებისა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსი, ასევე სამხედრო ბაზის საქმიანობის სხვა საკითხები".
რუსლი სააგენტოების ცნობით, მედვედევმა აღნიშნული შეთანხმებას 2010 წელს მოაწერა ხელი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment