რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად, დღეიდან ხსოვნის კვირეული იწყება .
ერთი კვირის განმავლობაში ყველა პროფესიის ადამიანი ქველმოქმედებისთვის გაერთიანდება და ხსოვნის სიმბოლოდ წითელ ყაყაჩოებს და ყაყაჩოს გამოსახულებიან მაისურებს ატარებს, რომელიც ჰიპერმარკეტ "გუდვილში" და "ბიბლუსის" მაღაზიებში სიმბოლურ ფასად გაიყიდება. შემოსული თანხა კი, აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ქველმოქმედებას მოხმარდება.
ხსოვნის კვირეულის ორგანიზატორია გაზეთი "პრაიმ თაიმი". ამ დროისთვის ხსოვნის კვირეულში ჩართული არიან: კომპანია "ვისოლი", "ბარამბო", "გუდვილი", "ჯიმარტი", "ტექნობუმი", თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახური, "ინვიტრო კლინიკა", "იაშვილის კლინიკა", "ლტოლვილთა სამინისტრო", გარემოს დაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, საქპატენტი, თბილისის მერია, ფინანსთა სამინისტრ, სასჯელაღსრულების სამინისტრო, "ჯეოსელი", "საქართველოს ლატარიის კომპანია", "დინამო", მანდატურები, იუსტიციის სამინისტრო, გორის აქცია, კავკასიური.
No comments:
Post a Comment